ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ერთ-ერთი სახლის ყოფილი მეპატრონე ვ.ს-ა.
როგორც წყარო გვეუბნება, დაჭრის მიზეზი გახდა სახლის მყიდველის პრეტენზია, რატომ არ მოხდა სახლის ნივთებისგან დროულად დაცლა.
ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ეზოში წაქცეული იპოვეს. კლინიკა “მედალფაში” ჩაუტარდა რთული ოპერაცია.
კლინიკა “მედალფას” დირექტორმა, დავით მდინარაძემ აღნიშნულის თაობაზე ჩვენთან საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა:
“გუშინ კლინიკაში შემოიყვანეს ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი. ჭრილობა იყო მუცლის ღრუში შემავალი. გაუკეთდა ოპერაცია. მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
[sexy_author_bio]