ძაღლების მეგობარს ძაღლების საკვებით დახმარება სჭირდება.
“ჩემს უსაყვარლეს თავშეფარებულ მეგობრებს არც თუ ცუდი კომფორტი აქვთ, ოღონდ საკვებზე გვჭირდება დახმარება. როცა თოვს და ძლიერ ცივა, შეშის ღუმელი გამალებით მუშაობს ღამის განმავლობაში“, – ასეთი შინაარსის ტექსტს ფეისბუქში ფოტოგრაფი რევაზ ცქვიტინიძე აქვეყნებს.
რევაზ ცქვიტინიძე სოფელ ასკანაში ცხოვრებს. მისი თქმით, ეს ძაღლები ქუჩიდან სახლში მიიყვანა და პატრონობს.