ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთი-თბილისის გზაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი თამაზ ინწკირველია, რომელიც პარლამენტში “მწვანეთა პარტიაში” მუშაობდა. ის გასული წლის არჩევნებში კენჭს იყრიდა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად.
თამაზ ინწკირველს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ის ცნობილი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის მაზლი იყო.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სურგულაძე პოსტს “ფეისბუქზე” ავრცელებს:
“რა ძალიან ცოტა დრო გქონია თაზო გვიყვარხარ!… ამ დღეებში ბეთანიაში, იქვე ძაღლები უნახავს ძალიან გამხდრები და შეწუხებულა. დიდი ტომრით საჭმელი შეუძენია და იქ აუტანა და თხოვა გამოკვებეთო… უკანა გზაზე მოხდა ის, რაც მოხდა, წავიდა, ვერც დავემშვიდობეთ…ერთ წამში…..” – წერს სურგულაძე.