დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი იპოვეს. გოგონა უკვე მშობლებთანაა.
11 წლის მარიამის ძებნა ოჯახმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო, უშედეგო ძებნის შემდეგ საქმეში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო თბილისის თითქმის ყველა უბანი. ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან და რაიონებიდან შეუერთდნენ მაშველებს.
არასრულწლოვანი დიღმის მცხოვრებლებმა ლადო ზუხბაიამ და ვასკა ბეგლარაშვილმა იპოვეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ ძაღლის ფოტოც, რომელმაც წუხელ პატარა გოგო შეიფარა.
“დიდხანს სიცოცხლე მაგას”; “ამ ჯიჯარს მილიონი მადლობა”; “მადლობა, ცუგო, შენ დღის ნამდვილი გმირი ხარ”; “როგორ ათბობდა, ალბათ, მძინარე მარიამს”, _ წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.