თბილისში, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის მორიგი ფაქტი გამოვლინდა. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 4 იანვრის ღამეს სააგენტოში მოქალაქემ დარეკა და ისანში, წალენჯიხის ქუჩაზე ტრავმირებული ძაღლის შესახებ შეატყობინა.
ადგილზე სააგენტოს მობილური ჯგუფი მივიდა, რომელმაც ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანა. მთელი ღამის განმავლობაში, ძაღლს ოპერაცია და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც ის გადარჩა.
ცხოველი ამჟამად, რეაბილიტაციას გადის და ვეტექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო.