22 წლის ბრიტანელმა ქალმა, სახელად ჯესიკამ, გადაწყვიტა, სახლში ღორი მიიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirror ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ჯესიკამ გადაწყვიტა ღორის ყიდვა გასულ იანვარში, რადგან მას ექვსი წლის ასაკიდან სურდა ღორი.
ჯესიკა ამბობს, რომ ის კვირაში 45 ფუნტს ხარჯავს თავისი შინაური ღორის კვებაზე, რომელიც ადამიანივით სრულ საუზმეს, ლანჩსა და სადილს იღებს.
“ჩემი ღორი იქცევა ისე, როგორც ძაღლი და უყვარს ჩიზქეიქი”,_ ამბობს ჯესიკა.
მისი თქმით, 18 თვის ღორი, რომელსაც ჩედარი ჰქვია, ძაღლისგან დიდად არ განსხვავდება – ის ძაღლებს არაერთი ქცევით ჰგავს. მაგალითად, ღრღნის სათამაშოებს, აქნევს კუდს და იატაკზე იწყებს კოტრიალს, როდესაც მოფერება სურს.
“მე აღარასდროს შევჭამ ღორის ხორცს – ღორები მართლაც საოცარი და გონიერი არსებები არიან”, – განუცხადა ჯესიკამ NeedToKnow.online-ს.