სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორმაღალში ბოლო დროს გველები მომრავლდნენ. ერთ-ერთი ფაქტი ამ დილით მოხდა.
“დილით სერიალს ვუყურებდით და ძაღლმა ატეხა ყეფა. რომ არ გაჩერდა გავიხეთ და დიდი ზომის გველს სახლის კიბეზე არ უშვებდა. გველი და ძაღლის ჩხუბი პირველად ვნახეთ. მეზობლის ბიჭს დავურეკე ტელეფონზე დასახმარებლად და მან მოკლა გველი”_ გვითხრა სოფელ გორმაღალში მცხოვრებმა.
ადგილობრივების თქმით, ქვეწარმავლების შემოსევა ზაფხულში ხშირადაა და ბოლო დროს განსაკუთრებით.