“ტვ პირველის” ინფორმაციით, პოლიციელი, რომელსაც 16 წლის მოზარდზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად, წინასწარ პატირობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ცოტა ხნის გამოაცხადა.
ლუკა ხურცილავა 16 წლის ბიჭის უკანონოდ დაკავებას აღიარებს და პატიებას ითხოვს. პროცესს დღეს მეცხრე სამმართველოს თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც დაჭერილ კოლეგას გულშემატკივრობდნენ. სხდომაზე იყვნენ ის სამართალდამცველებიც, რომლებიც ფარულ ჩანაწერში ფიგურირებენ.
პროკურორმა “პირველებთან” ინტერვიუში არ გამორიცხა სხვა პოლიციელებისთვის ბრალის წარდგენა.






























































