“ძალადობა მოიკითხონ უკან”,- ასე ეხმაურება “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას.
“რაც შეეხება ძალადობას და ვიღაცაზე ზეწოლას, ეს არ არის მმართველი გუნდის, პარტიის პოზიცია. ძალადობა მოიკითონ უკან, ყოველთვის თვითონ იყვნენ მოძალადეები. მე ამ ადამიანს ვიცნობ როგორც საკრებულოს წევრს, სხვა არანაირი შეხება არ მქონია. მე არ ვიცი რა განცხადება გააკეთეს. პირველად მესმის ასეთი რაღაცა, მსგავსი ხელწერა ჩვენი გუნდიდან არ იქნება”,- განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, სენაკის საკრებულო “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დატოვა.
როგორც “ენმ-ს” ფრაქციის თავმჯდომარე, ლაშა კუჭავა ამბობს, ვახტანგ წურწუმიასთან დაკავშირება დილიდან ვერ ხერხდება. მისივე თქმით, “წურწუმიაზე ზეწოლა ხშირად ხორციელდებოდა მმართველი გუნდიდან.