გირაოთი გათავისუფლებულმა ძალადობაში ბრალდებულა კაცმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და დაზარალებულ ქალს სამსახურში მიუვარდა. ინფორმაციას “საფარი” ავრცელებს.
“ძალადობაში ბრალდებული კაცი, რომელსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა და შემაკავებელი ორდერის ქვეშ იმყოფება, დაზარალებულ ქალს სამსახურში მიუვარდა.
“მოძალადემ დაზარალებულს წარსულში უკვე მიაყენა ფიზიკური დაზიანება, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საფარი ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ, საქმის დასრულებამდე, მოძალადე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საფარი მსხვერპლის ინტერესებს იცავს და გამოძიებას მოუწოდებს, განმეორებითი ძალადობის თავიდან ასარიდებლად, დროულად იმოქმედოს შემაკავებელი ორდერის დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ზომებით”,_ აცხადებს “საფარი”.
































































