15 ივნისი-ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო სტატუსი.
როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ხილვადობის სიმცირეა. სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს ამ მიმართულებით უცვლელ პრობლემაზე.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევები სწორებ ხანდაზმულებთან დაკავშირდებით ფიქსირდება, რომელთა მიმართაც ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება. იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ზუსტი სტატისტიკა რთულია ზუსტი მაპროვოცირებელი გარემოს შეცნობა.
„სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, მკაფიოდ დაანახებდა საზოგადოებას ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის მახასიათებლებს, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარება უფრო ეფექტიანი და სპეციფიკურად ხანდაზმულ პირებზე მორგებულ პრევენციისა და დაცვის საშუალებების დაგეგმვის პროცესში. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს 65 და ზევით ასაკის პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება”,_ წერია საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.