“ეს იყო შტურმი თავისუფლების და დემოკრატიის გასანადგურებლად. ის, რაც დღეს მოხდა “ნაცმოძრაობის“ ოფისში, პირდაპირი მესიჯი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ვლადიმერ პუტინის დავალებებს,“_ ასეთი შეფასება გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მზია წერეთელმა დღეს დილით განვითარებულ მოვლენებზე.
“ძალადობრივი ქმედებებები, არავის არ შერჩენია. სამარცხვინოა, რომ ისევ რუსეთის თამაშს თამაშობენ იმ ქვეყანაში, რომლის მომავალი არის ევროპისკენ და არაა რუსეთისკენ,“ _ გვითხრა მზია წერეთელმა.