აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. თუმცა საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა თუ რომელია სწორი ფორმა.
ამ საკამათო თემაზე კომენტარი გააკეთა ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ღამის შოუში”.
„ჩვენ ორივე ფორმას ვხმარობთ, აღდგას და აღსდგასაც. ორივე სწორია, პირდაპირ დადგენილი არ არის. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ეს ფორმაა სწორი, ზოგი არა. ჩვენ ზოგჯერ, ორივეს ვიყენებთ. მთავარია, გულით იყოს. მთელი გულით როცა გეტყვიან, ქრისტე აღსდგაო, უნდა თქვა, რომ აღსდგა და მართლაც, შენს გულში შემოდის,“ – განმარტა მამა შალვამ.