სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს. ბოლო ინფორმაციით, დღეს ჩამოწვა მეწყერი, რის შედეგაც, დაახლეობით, 30 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში ამირან ბაქანიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის .
“ამ დროის ინფორმაციით, დაზიანებულია საავტომობილო გზები, ასევე, სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენი სახლი. რამდენიმე ადგილას, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებული სამუშაო იყო და დაგებული იყო ბეტონის გზები, მეწყერმა დააზიანა. 8 ოჯახს მისასვლელი გზა არ აქვს და ასევე, წაიღო გზის ბოძები.
რა ეშველება ამ ყველაფერს არ ვიცი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფელ ნატანებში. ძალიან დიდია ზარალი და ამას ადგილობრივი ძალებით ვერავინ გაწვდება“, _ გვითხრა ამირან ბაქანიძემ.
[sexy_author_bio]