“ჩემს მოსწავლეებს ნინი კეკელიძეს და მარიამ ცინცაძეს ვულოცავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. მალე სტუდენტობა მომელოცოს!
ნიშნებს არ ვასაჯაროვებ მათი თხოვნით, მაგრამ ამხელა ნიშნები რატომ არ უნდა ახარო საზოგადოებას, ვერ ვხვდები (ისეთი არაფერი გაგვიკეთებიაო)…
ბავშვებს რას გაუგებ…
პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას, ძალიან გამახარეთ.
მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ”, _ წერს სოციალურ ქსელში ბუკისციხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ნინიძე.
მაია მასწავლებელს, მთელ სკოლას, ოჯახს, ნინისა და მარიამის ყველა გულშემატკივარს ვულოცავთ გოგონების ამ წარმატებას.





























































