აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე საქართველოში „თავსმოხვეული რუსული ოცნების“ მოსაშორებლად ბრუნდება. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
„თუ ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო, საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდით. მე ახლა ვარ ტრაპზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება. შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით, განვავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს. აბა დროებით, შეხვედრამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.