ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ლიბერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან“ საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ცხემლისხიდში დავით ჭანუყვაძემ დაადასტურა:
“ოთახი, საიდანაც წაღებულია 4 ცალი კომპიუტერი, ადმინისტრაციულ შენობაშია, იქვე იყო თანხა, რომელიც სეიფში ინახებოდა, თუმცა, მისთვის ხელი არ უხლიათ“, _ ამბობს ჭანუყვაძე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.