წალკაში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკი დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გაძარცვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. სავარაუდოდ, ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
1tv.ge