იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი დიდი ოპტიმისტი იყო. იუმორის გრძნობა ყველაზე მძიმე სიტუაციებშიც კი არ ტოვებდა მას.
ერთხელ მან ფეხი მოიტეხა, რისთვისაც საავადმყოფოში მოხვდა. რამდენიმე დღის შემდეგ მას მეგობრები ეწვივნენ. პუჩინი მიესალმა მათ და თან მხიარულად უთხრა:
– რა ბედნიერი ვარ, მეგობრებო! უკვე დაიწყეს ჩემთვის ძეგლის აგება!
– ნუ ლაპარაკობ სისულელეს, თავი დაანებე მაგ უაზრო ხუმრობას, – შეჰყვირა შეშინებულმა ერთ-ერთმა მათგანმა.
– მე სრულებითაც არ ვხუმრობ, – უპასუხა კომპოზიტორმა და უჩვენა თაბაშირიანი ფეხი.