გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, ერთ-ერთ ოჯახს, დაკლული ღორი მოპარეს.
მერის წარმომადგენელი სოფელში, „გურია ნიუსთან“ ადასტურებს , რომ ფაქტი სინამდვილეს შეეფერება.
_კი, მოხდა ნამდვილად ასეთი ცუდი ფაქტი. მოპარეს ერთ-ერთ ოჯახს დაკლული ღორი. ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი, ვინ გააკეთა ეს,- გვითხრა ზურაბ მორჩილაძემ.
„ორნიშნა ეკონომიკური ზრდის კულმინაცია და მწვერვალი: ჩემს თანასოფლელს დაკლული, გასუფთავებული, გარუჯული, ჩამოკიდებული 100-კილოიანი ღორი მოპარეს… მიხა მედუქნისა არ იყოს: “მიყიდია, დამიკლავს, გამიტყავებია, ჩამამიკიდია”… _ ასეთი სარკასტული პოსტით ეხმაურება ამ უსიამოვნო ამბავს ძიმითელი თამაზ ხარაიშვილი.
ავტორი