ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულები, ძირითადად, ოჯახურ კლასტერს მიეკუთვნებიან.
“ძირითადად, გამოვლენილია ოჯახური კლასტერები. დაბაში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა. დადასტურდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ვან-ზომლეთში, შუასურებში, ბუკისციხეში, გორაბერეჟოულში, ნაბეღლავში”, _ გვითხრეს ა(ა)იპ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.