ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ისევ გიორგი ათაბეგაშვილი გახდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო რეგულაციების დაცვით ძიუდოს აკადემიაში ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
55 დელეგატიდან ყრილობას 45 დაესწრო. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა და უფლებამოსილება მოიხსნა, თუმცა ცოტა ხანში ყრილობის დელეგატებმა ერთადერთ კანდიდატს გიორგი ათაბეგაშვილს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა შემდეგ წარადგინა ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასკომის წევრები. დელეგატებმა წარდგენილი შემადგენლობა ერთხმად დაამტკიცეს.
პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი და ცეზარ ჩოჩელი, გენერალურ მდივნად – ლევან ნოზაძე.