თურქეთში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ hurriyetdailynews-ის ინფორმაციით, გვიან ღამით თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.
„ხანძარი სრულად არ არის კონტროლირებადი, ”- განუცხადა ბექირ პაკდემირლიმ ჟურნალისტებს.
პაკდემირლიმ აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც დაშავდნენ კვამლის ინჰალაციის შედეგად, უკვე გაწერილები არიან საავადმყოფოებიდან.
მისი თქმით, ხანძრის გავრცელების არეალი გაიზარდა.
„საღამოს ვთქვით, რომ ხანძარი აქტიური იყო 600 ჰექტარზე. ახლა ვხედავთ, რომ ეს მინიმუმ სამჯერ ან ოთხჯერ გაიზარდა“,_ განაცხადა მინისტრმა.
მან დაამატა, რომ ხანძრებია თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პროვინციებში ადანასა და მერსინში, ასევე ანტალიაში.
ხანძრის ჩაქრობას სულ მცირე 1,904 ადამიანი ცდილობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 19 ვერტმფრენი.
მანავგატის რაიონში ორ სხვადასხვა ადგილას გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა ათობით ჰექტარი ტყის საფარი და გამოიწვია ხუთი დასახლების ევაკუაცია. ცეცხლი საცხოვრებელ ადგილებს მოედო და ბევრი სახლი და სამუშაო ადგილი დაიწვა.
ინტენსიური ძალისხმევის შემდეგ, გუნდებმა მოახერხეს ანტალია-ალანიის გზატკეცილზე ბენზინგასამართი სადგურებისკენ მიმავალი ხანძრის გაჩერება.