ძლიერი მიწისძვრა მოხდა მაროკოში.
როგორც BBC იუწყება, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.
ცნობისთვის, მარეკეშის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.