სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში უახლოეს დღეებში ძლიერი ქარი და მცირე ნალექია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:_ „5 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრამდე, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და 6-8 ოქტომბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7 და 8 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 8 ოქტომბერს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5 ოქტომბერს დღის ბოლომდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მოსალოდნელია ნალექიც. 6 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +15, +20 გრადუსი იქნებ, ხოლო 7 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს, 8-ში კი ისევ მოიმატებს.
თბილისში 5-6 ოქტომბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 5-ში დღის ბოლომდე იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნებ, 7 ოქტომბერს კი შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 8 ოქტომბერს +20 გრადუსამდე დათბება“.