შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშელები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.
რთული რელიეფის და ხილვადობის არარსებობის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ მოხერხდა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი.
მიმდინარეობს ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.
ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ასევე, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება 200 მეხანძრე-მაშველამდე.