მოსკოვში, კომსომოლსკაიას მოედნის, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დედაქალაქის სათაო ოფისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ორსართულიანი აგურის საწყობის შენობაში.