შუახევში, სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა, ჯუმბერ ქათამაძემ განუცხადა, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ სახლს გაუჩნდა და სხვებზე შემდეგ გავრცელდა. ხანძრის შედეგად, 16 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. როგორც შუახევის მერიაში განმარტავენ, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.