საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღიურად, საღამოს 19:00 სთ-დან დილის 07:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.