საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის მიხედვით, მიწისძვრის სიძლიერემ 6.8 მაგნიტუდა შეადგინა.
მაუწყებლის ცნობით, მიწისძვრის შედეგად საბერძნეთში პორტი და მე-15 საუკუნის მონასტერი დაზიანდა. საავადმყოფოში 3 ადამიანი გადაიყვანეს.
მიწისძვრის ეპიცენტრი იონიის ზღვაში, კუნძულ ზაკინტოსის სამხრეთით დაფიქსირდა და ბიძგები იგრძნობოდა ლიბიაში, იტალიაში, მალტასა და ალბანეთში.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ცუნამისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა.