მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, სანაპირო კურორტებზე ამჟამად ფიქსირდება რთული მეტეოროლოგიური პირობები – ძლიერი ქარი, წვიმა და ტალღების მატება. მოსალოდნელია, რომ ამინდი უახლოეს საათებში კიდევ უფრო გაუარესდება.
ბათუმში ამ დროისთვის ძლიერდება ქარიშხალი და ინტენსიური წვიმაა.
მეტეოროლოგი მოგიწოდებთ:
მოერიდეთ ღია სივრცეებსა და სანაპირო ზოლს;
დარჩით უსაფრთხო ადგილზე, უმჯობესია შენობაში;
არ გადაადგილდეთ ძლიერ ქარში ან წყალდიდობის საფრთხის მქონე ტერიტორიებზე.
უამინდობა საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლებს, სადაც მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და ტემპერატურის ვარდნა.
































































