გუშინ, ძლიერი ქარის შედეგად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შეიქმნა.
მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე საკუთარ ფეისბყქგვერდზე მოსახლოებას მინართავს:
“ძლიერი ქარის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა, მთავარ ქუჩაზე წაიქცა რამდენიმე ხე, რის გამოც მოძრაობა ჩაიკეტა,
სამაშველო სამსახურის და მერიის კომუნალური სამსახურის მიერ მოხდა დროული რეაგირება.
ასევე, სოფლებში დაზიანდა სახლების სახურავები, საახალწლო განათებები, ადმინისტრაციული შენობები.
მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები ზიანის გამოსასწორებლად. მიმდინარეობს შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის შესწავლა და დათვლა.
მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა დაზიანებულ ოჯახს მივაქცევთ სათანადო ყურადღებას”, _ წერს დავით შარაშიძე.