გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალისთვის საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ძლიერი თოვა,ზოგან ნისლი და ქარბუქი.ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.






























































