ამ წუთებში, ძლიერი თოვის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია ე.წ. საჯავახოსა და ნასაკირალის უღელტეხილებზე.
როგორც გვითხრეს, ავტომობილები ერთ საათზე მეტია ბურნათზე არიან გაჩერებულები. პრობლემებია ნასაკირალის უღელტეხილზე, ასევევ სოფელ ძიმითისა და ნაგომრის საზღვრებზე.
ყველა გზა სახელმწიფო მნიშნვნელობისაა და მის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი შპს “გზამშენი 18”-ია.
კომპანიის დირექტორის, თემურ ჯახვას თქმით, ორივე მიმართულება იწმინდება.
_ ნასაკირალის უღელტეხილზე მცირე შეფერხება იყო. ახლაც მიმდინარეობს იქ გაწმენდითი სამუშაოები.
სამი ერთეული ტექნიკა მუშაობს ბურნათის მიმართულებით და გზა მაილე გაიხსნება, _ გვითხრა ჯახვამ.
მისივე თქმით, გზის გამწენდასთან ერთად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.