“დღეს და ხვალ, გურიაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც ღამით დაახლოებით +13 გრადუსი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კი +24 გრადუსი იქნება, 1 მაისიდან კი ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას ინფორმაციით, 1-2 მაისს იწვიმებს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალ მთაში კი შესაძლოა წვიმა თოვლჭყაპში გადაიზარდოს.
“1-2 მაისს იჭრება ცივი ჰაერის მასები, რაც გამოიწვევს დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურის გათანაბრებას. დაახლოებით +15 გრადუსი დაფიქსირდება დაბლობ რაიონებში. არ არის გამორიცხული, რომ მაღალ მთიანეთში ჰაერის ტემპერატურის კლების გამო თოვლჭყაპი დაფიქსირდეს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა 1 მაისის ღამესა და 2 მაისის დღის პირველ ნახევარს შორის.
3 მაისს შედარებით გამოიდარებს. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +22, +24 გრადუსამდე. შესაბამისად, ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალ მთიან რაიონებშიც.
თუმცა, 3-4 მაისს თუ დაფიქსირდება +22, +24 გრადუსი, 5-6 მაისს კვლავ დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მოსალოდნელია წვიმა და შესაძლებელია, მაღალ მთებში ისე მოსალოდნელია, რომ წვიმა გადავიდეს თოვლჭყაპში.
7-8 მაისს შედარებით უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. კვირას, 8 მაისს შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსიც კი იყოს”,_ ამბობს გვაზავა.