გურიაში დღეს იწვიმებს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ამ საღამოს საათებში. ნალექის ინტენსივობა ხვალ შესუსტდება, მაღალ მთაში არ არის გამორიცხული, რომ წვიმას ურევდეს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. ხვალ +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება მაქსიმალური ტემპერატურა. შესაბამისად მთიან და მაღალ მთიან რაიონებში უფრო დაბალია მოსალოდნელი. უკვე 21 მაისს გამოიდარებს 23 მაისის დღის პირველ ნახევრამდე. ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს. 21 მაისს დაფიქსირდება დაახლოებით +24 გრადუსი, 22 მაისს მოსალოდნელია +27, +29 გრადუსი, 23 მაისს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია, რის გამოც ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, 24 მაისსაც დაბალი ჰაერის ტემპერატურა შენარჩუნდება, 25 მაისს კი გამოიდარებს. 28 მაისის ჩათვლით კვლავ თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი