გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ცნობებს აქვეყნებს, სინოპტიკოსთა ვარაუდით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
კვირას 6 ივნისს შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ. ტემპერატურა +10,+30 გრადუსი იქნება.
6 ივნისს ძლიერი წვიმაა დასავლეთ საქართველოშიც, იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. 7-8 ივნისს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი 6 ივნისს თბილისშიც. ტემპერატურა +15, +28 გრადუსი იქნება