ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხობშიც – დატბორილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ამასთან, დატბორილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და სარდაფები. ასევე, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც.
როგორც ხობის მერიაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, იწმინდება არხები.
ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის ზარალი მიადგა ადგილობრივებს.






























































