კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
5 ნოემბერს, ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები და როგორც კერძო საცხოვრებელი სახლების, ასევე, სხვადასხვა შენობა – ნაგებობის სახურავები.
მუნიციპალიტეტების მუდმივმოქმედი კომისიების მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
როგორც ცნობილია, ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.