ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტში.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ქარმა ერთ საცხოვრებელ და ერთ დამხმარე შენობას სახურავები გადახადა, ასევე დაზიანდა ელექტრო ენერგიის ბოძები და სადენები.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან დავით ცერცვაძესთან ერთად სოფელ ზეღდულეთში, ელიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, ელიაშვილების ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მერიისა და სხვა შესაბამისი უწყებების სამსახურები.
ამ დროისთვის სოფლებში, ფაქტობრივად, ყველგან აღდგენილია ელექტრო ენერგის მიწოდება, ხოლო იმ რამდენიმე სოფლს, სადაც დენის მიწოდება შეფერხებულია, ეტაპობრივად მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.