ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა.
ქარმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ათამდე ავტომობილი. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.
მერიის ცნობით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.