ძლიერმა წვიმამ ჩინეთში წყალდიდობა გამოიწვია. როგორც REUTERS იუწყება, სიჩუანის პროვინციაში 10 მაგისტრალი მიუწვდმელია, შეჩერებულია სარკინიკგზო მიმოსვლა, დანგრეულია ხიდები, ხელისუფლებამ კი ათასობით მოსახლის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დღეში მოსულმა უხვმა ნალექმა 24 პროვინციაში 241 მდინარის ადიდება გამოიწვია, მომხდარის შედეგად კი ეკონომიკას 3.87 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. სინოპტიკოსები სიჩუანში მეწყერის ჩამოწოლას ვარაუდობენ. როგორც ცნობილია, ჩინეთში წელიწადის ამ დროს ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ყოველ წელს ხდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved