ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისევ შექმნა პრობლემები.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ხოლო მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.
როგორც ირკვევა დღევანდელმა უამინდობამ ძირითადად კვლავაც იმ ადგილებში შექმნა პრობლემები, სადაც რვა სექტემბერს მომხდარმა სტიქიამ დიდი ზარალი წარმოშვა. საბედნიეროდ, ამჯერად მასშტაბები გაცილებით მცირეა. ისევ დაიტბორა სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია, სადაც სოფლის საყანე ფართობები ისევ წყალში მოექცა.