ამ წუთებში სტიქიას ებრძვიან გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკსა და შეკვეთილში, ძლიერი წვიმის შედეგად ათამდე სახლია დატბორილი.
როგორც ადგილობრივებმა “გურია ნიუსს” უთხრეს, წვიმამ სახლების პირველი სართულები დატბორა.
წვიმას თან ძლიერი ქარი და სეტყვა დაერთო, რამაც ნარგავები გაანადგურა; მოსახლეობის თქმით, დახოცილია შინაურო ფრინველი.
ქარიშხალმა ურეკში ხეები მოთხარა რამაც გზაზე საავტომობილო მიმოსვლა შეაჩერა. სტიქიის გამო, ურეკს ელექტროენერგიაც არ მიწოდება რაც სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას ართულებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემქნილია საგანგებო შტაბი და მუშაობს „ცხელი ხაზი“, ურეკში იმყოფება სამაშველო სამსახური და მობილიზებულია პოლიცია.