ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში საცხოვრებელი სახლები დაიბტორა.
როგორც ადგილობრივებმა “გურია ნიუსს” აცნობეს, დატბორილია პირველი სართულები, სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.
მათივე ინფორმაციით, წყლის დონე ყოველ წუთს მატულობს.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.