ამ წუთებში ხანძარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში.
„გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ცეცხლი იმ სახლს უკიდია, რომელშიც ძმების მკვლელობაში ბრალდებული ცხოვრობდა.
“სავარაუდოდ, მოკლული ძმების გამო შური იძიეს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს”.
ხანძრის ფაქტს “გურია ნიუსთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი _ როგორც გიორგი ელბაქიძემ გვითხრა, ხაძძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, სოფელ რიონში ახალგაზრდა ძმები საკუთარმა ბიძაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოკლა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.