“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტში აღნიშნულია, რომ მან ქალაქ ოზურგეთში მისცა ხმა.
„ჩემს მშობლიურ ოზურგეთში, ხმა მივეცი მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას და გაერთიანებას. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის – ბევრის გაკეთება შევძელით #ერთად და მჯერა ახალი მერი, პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერით, შეძლებს პროგრესის და განახლების გაგრძელებას! “ – წერს ფეისბუქზე არჩილ თალაკვაძე.
მის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მის ძმასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მივიდა.































































