საქართველოში ახალ წელს ორჯერ 1 და 14 იანვარს აღვნიშნავთ. ჩვენთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემონახულია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიაში.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის „ძველი სტილის“ კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული „ახალი სტილის“– რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები. სწორედ ამიტომ, ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს.
პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში.
მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი აძლევს საშუალებას იზეიმონ ახალი წლის დადგომა, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია, სწორედ ამიტომ ქართველების გარკვეული ნაწილი მხოლოდ 14 იანვარს აღნიშნავს.