მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კარგი განწყობის შექმნაში სახლში არსებული წესრიგი და სისუფთავე გარკვეულ როლს ასრულებს. თუ ბინაში წესრიგი სუფევს, ჩვენც ორგანიზებულები ვხვდებით. ეს ნიშნავს, რომ საქმე წინ მიდის.
ფსიქოლოგთა რწმენით ძველ ნივთებთან გამოთხოვებით (ეს იქნება სამოსი, ჭურჭელი, გაყვითლებულ-გაცვეთილი ჟურნალ-გაზეთები თუ სხვა ნივთები) სულში დაგროვილი ყველაფერი უარყოფითისგან ვთავისუფლდებით.
ადამიანები, რომლებიც შინ სისუფთავეს არ იცავენ, ხშირად დეპრესიით იტანჯებიან. მიზეზი ისაა, რომ ჭუჭყი და ნაგავი ენერგიას ართმევთ.
გაცვეთილი და ვადაგასული ნივთების ცქერით, ძველი და ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციის განმეორებისთვის თავს ვაპროგრამებთ.
ამიტომ დაუნანებლად გადაყარეთ ყველაფერი, რაც უკანასკნელი 3 წლის მანძლზე არ გამოგიყენებიათ.