დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ ‘ბალტიის გზაში’, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
„თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ „ბალტიის გზაში“, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან. ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით – ლიეტუვა თქვენთანაა“, – განაცხადა ბუდრისმა.